თეგებით ძიება

თბილისში ქირის ფასები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება

თბილისში უძრავ ქონებაზე ქირის ფასები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის განახლებული კვლევიდან ხდება ცნობილი.

კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა 30.4%-ით არის გაზრდილი, შესაბამისად, მნიშვნელოვნად აღემატება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს. მიუხედავად იმისა, რომ ფასის ყოველთვიური ზრდა 2022 წლის სექტემბერში შენელდა და წინა თვეს 3.2%-ით ჩამორჩა, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაინც მნიშვნელოვან ნიშნულს აღწევს.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქირაზე მოთხოვნამ 2022 წლის სექტემბერში ახალ მაქსიმუმს მიაღწია. 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით კი, მცირედი ზრდა (+0.3%) დაფიქსირდა. ქირის შემთხვევაში წლიური ზრდა 73.5%-ს შეადგენს. კვლევაში აღნიშნულია, რომ სექტემბრის მონაცემებში ქირებზე მიგრაციის მეორე ტალღის გავლენა არ ასახულა და არსებობს ვარაუდი, რომ ქირის ფასი უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება.

კვლევის თანახმად, მიგრანტების მოთხოვნა გაქირავების ბაზარზეა კონცენტრირებული. თუმცა, მოთხოვნის ზრდის ტენდენცია შესაძლოა გადაიზარდოს ქონების შესყიდვის უფრო ძლიერ ზრდაში. ამჟამინდელი მონაცემების საფუძველზე, 2022 წლის სექტემბერში გაიყიდა 663 ახალი ბინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია. ძველი ბინების გაყიდვის მაჩვენებლის წლიური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო და 33.4% შეადგინა.

კვლევის თანახმად, გასაყიდი ბინების ფასის ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ შავი (+2%) და თეთრი (+1%) კარკასისთვის. საშუალოდ ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასები ახლად გარემონტებულ ბინებზე (1,174 აშშ დოლარი კვადრატულ მეტრზე) იყო, შემდეგ კი მოდის მწვანე კარკასი (1,041 აშშ დოლარი კვადრატულ მეტრზე).

2021 წელთან შედარებით, ბინის ყიდვის ფასი ყველაზე მეტად საბურთალოზე გაიზარდა (+29%), შემდეგ კი ნაძალადევსა (+22%) და გლდანში (+21%).

წლიურმა ზრდამ, იჯარის ფასების შემთხვევაში, თითქმის ყველა რაიონში 70%-ს გადააჭარბა. ყოველთვიური ზრდის თვალსაზრისით, ქირავნობის ფასების ყველაზე მაღალი ზრდა ჩუღურეთმა აჩვენა (+7,1%).

2022 წლის სექტემბერში, ქირავნობის შემოსავლების მიხედვით, პირველი 3 უბანი დიდი დიღომი (14.5%), ისანი (13.4%) და გლდანი (12.3%) იყო.

SKIP 2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა