ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7188 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7272 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.84 თეთრი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8213 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8207 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.06 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1460 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2419 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 ნოემბრიდან შევა ძალაში.