თეგებით ძიება
21. 11. 2022 მსოფლიო

უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, მოლდოვასთან, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დროა თანამშრომლობა გაძლიერდეს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან.

"ასევე დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, ახლოს და შორს. რუსეთის აგრესიითა და იძულებით ყველაზე მეტად დაზარალებულებთან, როგორიცაა მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა. და მსოფლიოს ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან ერთად. ლათინო ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე.

ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ვხვდებით იგივე გამოწვევებს. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად. თავისუფლების დაცვა ჩაგვრისგან. დემოკრატია ტირანიის წინააღმდეგ.და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომლებსაც სარგებელი ყველა ჩვეგანისთვის მოაქვს", - თქვა სტოლტენბერგმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა