ესპანეთში, მოსალოდნელი ქარიშხლის გამო მოსახლეობას აფრთხილებენ
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის უმეტესი ნაწილისთვის 12 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ახალი გაფრთხილება გამოსცა.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ახალი ქარიშხალი იმდენად ძლიერი არ იქნება, როგორც ორი კვირის წინ იყო.
წყალდიდობის შედეგად ესპანეთში 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 89 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.