თეგებით ძიება

"მაპატიეთ თუ გავცხარდები ხოლმე, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ვარ და ხანდახან მიჭირს თავის შეკავება" - გურამ შეროზია

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე, ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას თავის ძველ გადაცემებს უვრცელებენ.

"არ ვიცი რატომ გვაქვს ტელეფონები ღამის სამ საათზე, მაგრამ დილით დაიდება ეს პოსტი:

1. ასი წლის წინადელ გადაცემებს მივრცელებენ, სადაც ვამბობ, რომ ეკლესიური არ ვარ. ეს თქვენთანაც მითქვამს, ღმერთთან ურთიერთობისას არ მჭირდება შუამავალი და ეს არ ნიშნავს, რომ ათეისტი ვარ (თუმცა რომც იყოს ვინმე - არც ეგაა პრობლემა)

2. ზღვაზე გადაღებულ ფოტოებზე აღარაფერს ვამბობ, vaime wels zemot ar acviaaa tansazmeliii

3. ცინიკური კომენტარი გააკეთაო - დაჭრილია ვიდეოები ცუდად, სადაც ასჯერ მეკითხებიან რაღაცებს, ცდილობენ წყობიდან გამომიყვანონ, ასს მეტყვიან, ერთს ვუპასუხებ და მერე ამ ჩემს ერთს დაიხვევენ თითზე.

4. ყოფილი მონაწილე რომ ბჟუტურებს - 6 წლის წინ გურამმა თქვაო, რომ რაღაც "ორჯიაზე" პრობლემა არააო. თუნდაც ასე იყოს, ლოგინში ვინ რას აკეთებს და საჯაროდ ვარდისფერი საოხრით ვინ ხმალაობს - ამაში დიდი განსხვავებაა. თან, თუ რამეს არ ვთვლი პრობლემად (მაგ. რამე ჯგფურს) ეს არ ნიშნავს, რომ ამით ვარ დაკავებული :)) და დავიწყო ახლა, რით გახდა "ის მონაწილე" პოპულარული და მისი გმირობები მარკეტებში, თუ გადაცემებში სილამაზის სტანდარტებზე? ხმას რანაირად იღებს?

5. კი, შემოსევა მაქვს და დამიჯერეთ, ძალიან, ძალიან ბევრს ვითმენ და არ ვიცი როდემდე, ძალიან სტრესულია
ჰოდა, ესაა სულ. მალე დასახელებაა და უკვე მაქვს ვარაუდები. მადლობა თანადგომისთვის, მაპატიეთ თუ გავცხარდები ხოლმე, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ვარ და ხანდახან მიჭირს თავის შეკავება, როცა წნეხი დიდია!
მადლობა და დროებით!

ფოტო უბრალოდ ისე, ახლა ვიპოვე და მოტივაცია დამიბრუნდა!", - წერს ბლოგერი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა