თეგებით ძიება

თუ არ მოხდა მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმები დავიწყებთ შიმშილობას - ლევან ფერაძე სააკაშვილზე

ექიმ, ლევან ფერაძე, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმები შიმშილს დაიწყებენ.

"მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ყოველ წუთს შეიძლება, დადგეს ფატალური შედეგი. უკვე შეიძლება შექცევადი პროცესები არის დაწყებული მის ორგანიზმში.

ნებისმიერ დროს, წამს შეიძლება მოხდეს ისეთი გამწვავება, რომელიც ფატალური გახდება მისთვის. მიხეილ სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია. თუ არ მოხდა მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმები დავიწყებთ კარვების გაშლას და შიმშილობას“, - აცხადებს ლევან ფერაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა