სააკაშვილი ყოველ მისვლაზე სულ უფრო გამხდარი და დაუძლურებული მხვდება - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი?
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესედება.
"რეალურად რაც მე ვიცი და რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მისი ჯანმრთელობა მუდმივად გაუარესებულ მდგომარეობაშია. ყოველ მისვლაზე სულ უფრო გამხდარი მხვდება, უფრო დაუძლურებული მხვდება და ბოლო რამდენიმე მისვლაა ლოგინში წევს. ადრე ასე არ იყო.
არავინ არ მიიღოს ეს როგორც ღირსების შელახვა, ჩვენი ქვეყანა არ არის საკმარისად განვითარებული და შესაბამისად, სამედიცინო სამსახური არ არის ისე განვითარებული, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ვერ ისმება ყველა დიაგნოზი ჩვენს ქვეყანაში და ყველანაირი რეაბილიტაცია და მკურნალობა აქ ვერ ხერხდება“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.