უკრაინის შეიარაღებული ძალები, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
"გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 85 410; ტანკი - 2 897; ჯავშანტექნიკა - 5 832; საარტილერიო სისტემა - 1 887; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 209; თვითმფრინავები - 278", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.