თეგებით ძიება
25. 11. 2022 მსოფლიო

იმდენი მსხვერპლი და ნგრევა ვნახეთ, მზად ვართ, გავუძლოთ უშუქობასაც - ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინა უშუქობას აუცილებლად გაუძლებს.

”მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

უკრაინის პირველმა ლედიმ ასევე თავისი ოჯახის შესახებ ისაუბრა:

"მე ჩემი შვილებისგან მოშორებით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე სამსახურში ცხოვრობს. როდესაც შეხვედრის ძალიან მოკლე მომენტები გვაქვს, ეს ბავშვებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ ეს, ალბათ, ყველაზე მეტად გვენატრება. ჩვენ უბრალო რაღაცები გვენატრება. გვენატრება, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვინდა. ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც ოჯახში ხდება“, - აღნიშნა ზელენსკამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა