თეგებით ძიება

ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მონაზონზე განხორციელებული თავდასხასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და იმედოვნებს, რომ ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი.

"ა.წ. 26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც ჩვენგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.

სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონოზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც... რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.

ამავე დროს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის.

ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი", - აღნიშნულია ვარცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში 70 წლის მონაზონზე იძალადებ. შსს-მ ცხელ კვალზე 2 პირი დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა