თეგებით ძიება

"ჩვენი "წილხვედრი" ქვეყანა დიდი ხანია აცდა ქრისტეს გზას...მონაზვნის ისტორია კი ყველას მოგვეკითხება" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ ამ ძალადობისთვის ყველას მოგვეკითხება.

"ეს ის ქვეყანაა, სადაც პატარებს აწამებენ, ნიჭიერებს კლავენ, ადამიანებს ქრისტიანობის სახელით ფიზიკურად უსწორდებიან… 70 წლის მონაზვნებს აუპატიურებენ და მერე ქუჩაში, ასე უსინდისოდ, ასე უნამუსოდ რიგში ჩამწკრივებულები ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ…
თან ისტერიკულად იმეორებენ, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვერდი ქვეყანაა…
დამპყრობლები, პირველი ეკლესია-მონასტრებს ერჩოდნენ… მარტო კედლების განადგურებით არ კმაყოფილდებოდნენ, რადგან მათთვის მთავარი სამონასტრო დასის ნამუსის ახდა იყო… მონაზვნები ხშირად უკიდურეს ზომებს მომართავდნენ, რომ ჯალათების ხელში ცოცხლად არ ჩავარდნილიყვნენ…
სიყალბემ, ამპარტავნებამ, ამ საზიზღარმა მესიანისტურმა აზრებმა მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ…
მას არ შეიძლება ეწოდოს ქრისტიანი, მართლმადიდებელი, ადამიანი, ვინც გიორგობის მეორე დღეს მონასტრის კარებს მიადგება და 70 წლის ქალს ასე წამებით სიკვდილამდე მიიყვანს…
კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რომ ვაღიაროთ, ჩვენი ,,წილხვედრი”
ქვეყანა დიდი ხანია აცდა ქრისტეს გზას და ბარაბა აირჩია…
მონაზვნის ისტორია კი ყველას მოგვეკითხება, ეს მოკითხვა ძალიან ძვირი დაგვიჯდება!..", - წერს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში 70 წლის მონაზონზე იძალადებ. შსს-მ ცხელ კვალზე 2 პირი დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა