თეგებით ძიება

სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ღვთის მადლით, არაფერი არ სჭირს - როგორია 70 წლის მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

70 წლის მონაზონი, რომელზეც ორმა მამაკაცმა ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს.

ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ ელიაძემ განაცხადა, რომ რომ 70 წლის მონაზვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტენსიურშია, პალატაში, მკურნალობს, რეაბილიტაციას გადის, ასე ვიცი მე, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ღვთის მადლით, არაფერი არ სჭირს“, - ამბობს დეკანოზი.

შეგახსენებთ, 26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

იმავე დღეს 27 და 39 წლის კაცები 70 წლის მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა