თეგებით ძიება

"გადასაბუგია ეს კაგებეშნიკური ინსტიტუტი" - ნოდარ რუხაძე საპატრიარქოზე

სამოქალქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე სოციალურ ქსელში მონაზონზე ძალადობას ეხმაურება და საპატრიარქოს აკრიტიკებს.

"გუშინ ცხრამუხას დედათა მონასტერში 70 წლის მონაზონი დააყაჩაღეს, სცემეს და გააუპატიურეს.

ვის ადანაშაულებს საპატრიარქო?

- კრიტიკულ მედიას: მთავარ არხს, ფორმულასა და ტვ პირველს.

5 ივლისის თანაავტორებისგან, პედოფილების მფარველებისგან, ხელისუფლებასთან შეზრდილი კრიმიმალური ბანდისგან და კირილეს მეხოტბეებისგან არაფერია გასაკვირი, მაგრამ ეს განცხადება დანაშაულებრივია, რადგან ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების მიმართ.

გადასაბუგია ეს კაგებეშნიკური ინსტიტუტი“ ,- წერს ნოდარ რუხაძე.

შეგახსენებთ, 26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

იმავე დღეს 27 და 39 წლის კაცები 70 წლის მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა