თეგებით ძიება

კრიტიკულად მძიმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ყოველთვის არსებობს საშიშროება კიდევ უფრო დამძიმდეს მდგომარეობა - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ შესაძლოა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

"კრიტიკულად მძიმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ყოველთვის არსებობს საშიშროება კიდევ უფრო დამძიმდეს მდგომარეობა. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ, რა თქმა უნდა, ესა თუ ის დაავადება გარკვეულ მომენტში ხდება გარკვეული ხარისხით პროგრესირებადი.

არსებობდა საშიშროება მისი მდგომარეობის გართულების. მისი დაავადებების გათვალისწინებით უტარდება ყველა საჭირო და აუცილებელი სამკურნალო პროცესი. შეიძლება რაღაც სხვა პირობებში სხვა მკურნალობის მეთოდი იყოს შემოთავაზებული.

დღეს დამატებით ჩაუტარდება თავის კვლევა. არა არის გამორიცხული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს“, - აცხადებს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა