თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს მივაწოდე - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიაწოდა.

"სალომე ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ და ინფორმაცია, რაც ვნახე ვივა მედში. მან მითხრა, რომ ის არის კონტაქტზე, მისი წარმომადგენლები ექსპერტთა ორგანიზაციასთან, ქალბატონი მაკა ჯიშკარიანის ორგანიზაციასთან საქმის კურსში არიან, თვალყურს ადევნებენ და მადლობა გადამიხადა მიწოდებული ინფორმაციისთვის", - თქვა, ნინო ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა