თეგებით ძიება

"ბავშვს სისხლის კიბო აქვს, მოგიკვდება, ხელი მომიწერეთო, ფსიქოლოგიურად იძალადე მშობლებზე...შენ დამიწვი ბავშვი 5 დღეში" - მარიამის დედა იაშვილის კლინიკის ექიმებს

16 წლის მარიამის დედა, რუსკა ხუციშვილი მიმართვას ავრცელებს და იაშვილის კლინიკის ექიმებს შვილის გულგრილ და არაპროფესიონალურ მკურნალობაში ადანაშაულებს.

"დამიკავშირდით ყველა მშობელი,ვინც დაგღუპეს ამ კლინიკაში,უამრავი კომენტარი ვნახე ვისაც ბავშვები გვიწამეს.
მარტო ჩემი შვილი არაა მსხვერპლი, უამრავი ბავშვია ჯალათ ასმათის და დანარჩენი ექიმების მიერ დაღუპული. ერთად დავდგეთ და მივმართოთ სასამართლოს! პასუხი აგონ მკვლელებმა!!! ასმათ შენგელაია მარტო ამ ვიდეოსთვის ხარ დასაჭერი! ისე იტყუები.მამამ მომიწერა ხელი დედა არ იყოვო,მაშ მე რომ ჩამოვედი 27 სექტემბერს და ერთად მოგვაწერინე ხელი,ახალ ჩამოსული ვიყავი ისედაც აგონიაში, ბავშვს სისხლის კიბო აქვს ბავშვი მოგიკვდება ხელი მომიწერეთო,ფსიქოლოგიურად იძალადე მშობლებზე, ანა კობახიძეც იქ იყო და სხვებიც,როდესაც ხელი მოგვაწერინე.მაგრამ 23 სექტემბერს პირველსავე დღეს,ბავშვის შემოსვლისას საავადმყოფოში,რომელიც თავის ფეხით შემოვიდა და მშვენივრადაც ლაპარაკობდა (ყოველწუთს ვურეკავდი ტელეფონზე ვიდეო თვალით) უკვე დაწყებული გქონდა შენი გადაწყვეტილებით,ვესანოიდის ატრას მიცემა ბავშვისთვის ,სრულიად მოუმზადებლად ჯერ დაუზუსტებელი დიაგნოზის ფონზე, ზუსტად 23 სექტემბერს აუღეთ ანესთეზიის გარეშე,ბიოფსია მუცლიდან ფეხის ძვალზე გაუყუჩებლად გაუკეთეთ, აწივლეთ და და ტკივილი მიაყენეთ ჩემს შვილს.რომლის პასუხები 27 ში, ჩემი ჩამოსვლის დღეს დილით მოვიდა.შენ დამიწვი ბავშვი 5დღეში.მეორე დღეს 24 საათიანი გადასხმები რომ დაუწყეთ ნარკოზიდან კარგადაც არ იყო გამოსული, (პორტის ჩადგმისასაც ხომ მიწვალეთ ჯერ გულმკერდიდან ჯიჯგნეთ და რომ ვერ ჩაუდგით მერე ყელში გაუკეთეთ) მაშინვე დაუდგით გადასხმები მოუმზადებელ ბავშვს არანაირი იმუნო დამცავები არ გამოგიყენებიათ,ისედაც ჩამწვარი ქონდა ბავშვს ატრას გამო ორგანიზმი და მაშინვე რეანიმაციაში მოხვდა ფილტვები დაუწვით.რეანიმაციაში ხომ უარესად დამიღუპეთ იმ სიბინძურეში დამართეთ სეფსისი, მკურნალობის მაგივრად დამიმძიმეთ უარესად.
ივანე ჩხაიძე მოგიწევს კომენტარის გაკეთება სასამართლოში!
მაკა თევზაძე შენც მოგიწევს სასამართლოში სირბილი, რადგან თავს არიდებ კომენტარის გაკეთებას,(თურმე არც უნდა აკეთებდნენ ამ თემაზე სიუჟეტს სხვა პაციენტები ზიანდებიან ხომ)??

კარგი,მოგიწევს სასამართლოში სიარული, კომენტარსაც გაგაკეთებინებენ და სიმართლის აღიარებასაც მოგთხოვენ", - წერს რუსკა ხუციშვილი.

16 წლის მარიამი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მოზარდს ჯერ იაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, მოგვიანებით ის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა