თეგებით ძიება

"სააკაშვილი სიკვდილისკენ მიმავალ ტრაექტორიაზეა" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

თბილისის ყოფილი მერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართელოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ივანიშვილს სჯერა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა მისთვის ხიფათის შემცველი არაა.

"პრეზიდენტ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია: იგი სიკვდილისკენ მიმავალ ტრაექტორიაზეა.
ზუსტად ვერავინ იტყვის რამდენ ხანს ეყოფა სასიცოცხლო ენერგია, მაგრამ საქართველოში მისი გაჩერება მის გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს. სანამ მას აქვს საფრთხის მუდმივი განცდა (და ასეთია პუტინის გუბერნიად ქცეული საქართველო), მისი ჯანმრთელობის გაუარესების შეჩერება შეუძლებელია.
ყველა ნორმალური ადამიანისთვის იმდენად წარმოუდგენელია ტყვეობაში პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი, ჰგონია, რომ ივანიშვილი ამას არ იზამს.
ივანიშვილის ძალა ნორმალური ადამიანების ილუზიებშია.

არის მეორე ფაქტორიც: ივანიშვილი ქრონიკულად დაძაბულობის ქვეშ ამყოფებს საზოგადოებას, ღლის, აგუებს შესაძლო კატასტროფულ შედეგს და მხოლოდ ამის შემდეგ აყენებს ამ შედეგს.

ამ მდგომარეობაში „არც ბიძინა, არც მიშა“ ლოზუნგი ფრიალი რეალურად პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაში ივანიშვილის თანამონაწილეობას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ამ ლოზუნგის მომხრეების უდიდეს ნაწილს პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი არ უნდათ, მით უმეტეს პუტინის ტყვეობაში მყოფის. უბრალოდ, ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ივანიშვილის ბოროტი განზრახვა არა მხოლოდ ქოცების სადისტურ ვნებებს, არამედ მათ პოლიტიკურ განწყობასაც არის ამოფარებული; და რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი მათ ცხოვრებასაც დაანგრევს, აქ ისეთი პუტინისტური „ოპრიჩნინა“ გაფორმდება.
ივანიშვილს სჯერა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა მისთვის ხიფათის შემცველი არაა. ამიტომაა ივანიშვილი ახლა საშიში. მას სჯერა, რომ არათუ „არც ბიძინა, არც მიშა“ ხალხი, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებიც კი ქუჩაში გამოვარდნის ნაცვლად ფეისბუქზე დაჭამენ ერთმანეთს იმაზე კამათით, ვისი ბრალი იყო, რომ ივანიშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი სიკვდილამდე მიიყვანა.

პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა იმ დონის ეროვნული კატასტროფა იქნება, ამის გააზრება სრულფასოვნად არავის შეგვიძლია.
ამის დაშვება არ შეიძლება!

მხოლოდ ერთიანობა და გააზრებული ქმედება აგვაცილებს თავს ამ ეროვნულ კატასტროფას", - წესრ ჭიაბერაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა