თეგებით ძიება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7112 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7177 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.65 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8278 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8161 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.17 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1455 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2911 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 დეკემბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა