თეგებით ძიება

"20-ლარიან ჯარიმას გიწერო, მაგას მაინც ვერ გადაგიხდი-მეთქი და წამოვედი, არ მომცა სოციალურის ბარათიც, 5 წლის ბავშვით ფეხით ვიარე, ეს არის ადამიანობა და კანონი?!..." - რას წერს მოქალაქე?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარიამ კახიძე სამარშრუტო ტაქსიში გადამხდარ ისტორიას აქვეყნებს და წერს, რომ დაჯარიმების სისტემა არაადამიანურია.

"გამარჯობათ, დღეს საღამოს შვილიშვილი ბაღიდან გამოვიყვანე,"მარშრუტკაში" ასვლისთანავე ამომყვა ეს ვითომ ქალი, ავედი, ძლივს დავჯექით მე და ჩემი პატარა და დამადგა თავზე, ბარათი მაჩვენეო, მივაწოდე, ბილეთი არ აგიღიაო და ჩამომიყვანა ბავშვით, არაფერმა არ გაჭრა, ვუთხარი დგომა არ შემიძლია მომეცი ჯარიმის ქვითარი მეთქი, არც ბარათი არ დამიბრუნა და კამერას ჩავრთავ და თქვირომ არ გქონდა აღებული ბილეთი და დაარღვიე კანონიო, ჯერ დაჯდომაც არ დამაცადე და როდის მოვასწრებდი დაფიქსირებასთქო, ოცლარიან ჯარიმას გიწერო, მაგას მაინც ვერ გადაგიხდით და ბარათიც თქვენ გქონდეთ მეთქი, წამოვედი, არ მომცა სოციალურის ბარათი, სამგზავრო, კილომეტრ-ნახევარი 5 წლის ბავშვით ფეხით ვიარეთ, ეს არის ადამიანობა და კანონი...", - წერს მარიამ კახიძე.

"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა