თეგებით ძიება

ბოსტნეული 26%-ით, პური 23.8%-ით, კვერცხი და ყველი 18.3%-ით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატმა დღეს ნოემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. მათი მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში საქართველოში 10.4%-იანი ინფლაცია იყო. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 16.8%-იანმა გაძვირებამ მოახდინა.

გარდა სურსათისა, ფასები გაზრდილია სხვა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფებზეც.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.55 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (26.0 პროცენტი),
პური და პურპროდუქტები (23.8 პროცენტი),
მინერალური და წყაროს წყალი,
უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.0 პროცენტი),
ყავა, ჩაი და კაკაო (19.5 პროცენტი),
რძე, ყველი და კვერცხი (18.3 პროცენტი),
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.7 პროცენტი),
თევზეული (13.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.1 პროცენტი),
ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1 პროცენტი),
ხილი და ყურძენი (6.9 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში ფასების 15.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც 1.51 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (34.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.6 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა