ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7056 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7112 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.56 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8466 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8278 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.88 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1452 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3163 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 დეკემბრიდან შევა ძალაში.