თეგებით ძიება
04. 12. 2022 მსოფლიო

საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში ზამთრის თვეებში შენელდება - აშშ-ის დაზვერვა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ზამთრის თვეებში შენელდება. ამის შესახებ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა, ევრილ ჰეინესმა განაცხადა.

ჰეინესმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების უმეტესი ნაწილი ამჟამად აღმოსავლეთ უკრაინის ბახმუტისა და დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს.

"ჩვენ ვხედავთ კონფლიქტის ერთგვარ შემცირებულ ტემპს და ჩვენ ველით, რომ ასე გაგრძელდება უახლოეს თვეებში.

ჩვენ, რეალურად საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, თუ რამდენად იქნება რუსეთი ამისთვის [ომის გაგრძელებისთვის] მზად. უკრაინელებზე უფრო ოპტიმისტურად ვფიქრობ", - განაცხადა ჰეინესმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა