დონალდ ტრამპი ნიუ იორკში UFC-ის შეხვედრას ილონ მასკთან ერთად დაესწრო
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკში UFC-ის ბრძოლას მილიარდერ მეგობართან, ილონ მასკთან ერთად დაესწრო. ტრამპი UFC-ის კომენტატორს, ჯო როგანს და აღმასრულებელ დირექტორს, დანა უაითს მიესალმა, შემდეგ კი ილონ მასკის გვერდით დაჯდა.
ტრამპი და მასკი ჯონ ჯონსისა და სტიპ მიოჩიჩის ორთაბრძოლას დაესწრნენ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი პოლიტიკაში ერთვება. ილონ მასკი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტს” ჩაიბარებს, რომელიც აშშ-ში ამ დრომდე არ არსებობს, ანუ ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ნოუჰაუ იქნება. ამგვარად, აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა ილონ მასკისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული პირობა შეასრულა.