თეგებით ძიება
05. 12. 2022 მსოფლიო

შუმახერის „ფერარი“ აუქციონზე გაიყიდა

გერმანელი მრბოლელის, მიხაელ შუმახერის „ფერარი“, რომლითაც მან „ფორმულა-1“-ის ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა, აუქციონზე გაიყიდა.

ჟენევაში გამართულ „სოთბის“ აუქციონზე, ავტომობილი თანამედროვე „ფორმულა-1“-თვის რეკორდულ ფასად - 13 მილიონ ფრანკად გაიყიდა.

თავდაპირველად, ლოტის ღირებულება 7.5 მილიონად შეფასდა, ექსპერტები ბოლიდში მაქსიმუმ 9.6 მილიონის მიღებას ვარუდობდნენ, თუმცა ვაჭრობის დროს, შუმახერის ავტოს ფასი, პრაქტიკულად, გაორმაგდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა