თეგებით ძიება
06. 12. 2022 ბიზნესი

„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. საბჭოს 3 ახალი წევრი - გიორგი არველაძე, მატანგი გოვრიშანკარი და რობერტ სკოტ კოსმანი შემოუერთდა.

გიორგი არველაძეს საბანკო სფეროში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი წამყვან ბანკებში მუშაობდა და მათ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ამას გარდა, გიორგი არველაძის კარიერა უძრავი ქონების, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სექტორებში საქმიანობებსაც აერთიანებს. იგი მუშაობდა ლონდონში, BNP Paribas-ის სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში.
საგულისხმოა, რომ გიორგი არველაძე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭომ უფროს დამოუკიდებელ წევრად (Senior Independent Director) აირჩია.

მატანგი გოვრიშანკარი 40 წელია, ბიზნესისა და ადამიანური რესურსების მიმართულებებით, ინდოეთსა თუ მის ფარგლებს გარეთ, მმართველ პოზიციებზე საქმიანობს, აქვს სხვადასხვა დარგში მოქმედ წამყვან კორპორაციებთან, მათ შორის Standard Chartered Bank-თან, Reebok- თან, GE-სა და Cummins Inc-თან თანამშრომლობის, აღმასრულებელი რგოლის ქოუჩინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და ეფექტიანის გუნდების ფორმირების მრავალწლიანი
გამოცდილება. ბოლო დროს ის დასაქმებული იყო BP plc-ში, სადაც გლობალური შესაძლებლობების განვითარების ხელმძღვანელისა და გლობალური ლიდერობის აკადემიის დირექტორის პოზიცია ეკავა.

რობერტ კოსმანი 33 წელია, საცალო, მცირე და საშუალო საბანკო მომსახურების სფეროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. 2004-2020 წლებში იგი Raiffeisen Bank International-ში, უკრაინის ოფისში საცალო/SME ბანკინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ხელმძღვანელობდა SME რისკებს ავსტრიაში, ეკავა CIO-სა და COO-ს თანამდებობები. Raiffeisen-ამდე რობერტ კოსმანი განვითარების უფროსი ბანკირის რანგში EBRD-თან, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და USAID-თან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციის
კუთხით თანამშრომლობდა. ამჟამად, ის აქტიურად საქმიანობს როგორც „Fintech Angel“ ინვესტორი, ასევე, მრჩეველი/მენტორი მრავალი სტარტაპისთვის უკრაინაში.

ამ ეტაპზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს 7 წევრი ჰყავს. თითოეულს ბიზნესის განვითარების, კორპორაციული მართვის, საბანკო საქმისა და მიკროფინანსების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან საბჭოს არჩილ ბაკურაძე ხელმძღვანელობს.

„სამეთვალყურეო საბჭოს ახალ შემადგენლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კრისტალის ბანკად წარმატებული ტრანსფორმაციისა და კომპანიის შემდგომი განვითარებისათვის. საბჭოში დამოუკიდებელი წევრების უმრავლესობაში ყოფნა და კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დაწესება ჩვენი გააზრებული არჩევანია. ის ემსახურება მდგრადი, ინოვაციური და ფინანსურ ჩართულობაზე ორიენტირებული მოწინვე ბანკის შექმნის მიზანს.
“, - აღნიშნავს კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.

ამავე სტატიის ინგლისური ვარიანტის ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ:

Crystal’s Shareholders Appoint New Members on Supervisory Board

The financial inclusion organization “Crystal” is pleased to announce new appointments in the composition of its Supervisory Board, taking three new independent members – Giorgi Arveladze, Matangi Gowrishankar and Robert Scot Kossmann.

Giorgi Arveladze has 20 years of extensive experience in banking. At different times, he held senior positions in leading banks and contributed significantly to their success. He was involved in structured product sales at BNP Paribas in London and the National Bank of Georgia. Giorgi Arveladze's career includes experience in real estate, transportation and energy sectors. Giorgi Arveladze was elected as a Senior Independent Director.

Matangi Gowrishankar has over four decades of experience in senior leadership roles in business and HR, both in India and overseas. She has worked across diverse industries with leading corporations, including Standard Chartered Bank, Reebok, GE and Cummins Inc. She has extensive
experience in executive coaching, HR management and efficient team building. Most recently, she was with BP plc, where she held the position of Global Head of Capability Development (Downstream businesses) & Director of the Global Leadership Academy.

Robert Kossmann is an experienced banker with 33 years of retail and SME banking experience, who has worked in 13 different countries throughout Central and Eastern Europe. In 2004-2020, he worked for Raiffeisen Bank Aval Ukraine as Deputy Chairman of the Board for Retail/SME banking; he was the Head of SME Risk in Vienna, Austria and served as CIO and COO. Before Raiffeisen, Robert was a Senior Developmental Banker working with the EBRD, World Bank, ADB and USAID on restructuring large financial institutions. Currently, he is active as a Fintech Angel Investor and Advisor & Mentor to multiple startups in Ukraine Presently, the Supervisory Board of “Crystal” brings together 7 members, with each member boasting years of experience in business development, corporate governance, banking and microfinance, technologies, innovations and human resources development. Since 2017, the Supervisory Board is chaired by Archil Bakuradze.

“The new composition of the Supervisory Board is of crucial importance for successful transformation of Crystal into a bank and further development of the company. Having independent members in the majority of the board and setting the best standards of corporate governance is our deliberate choice. It serves a purpose of building a leading sustainable and innovative bank, focused on financial inclusion.” – says Archil Bakuradze, Chair of Crystal’s Supervisory Board.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა