„ლემონსი“ - კომპანია, რომელიც გუნდურ პრინციპებს ეფუძნება და დაუძლეველ მწვერვალებს იპყრობს
კარს რომ შეაღებ, პირველი, რასაც შეამჩნევ, ეს ციმციმა თვალები და გულწრფელი ღიმილია, რომელიც თავს შინ, მეგობრულ და უსაფრთხო გარემოში გაგრძნობინებს - ეს „ლემონსის“ და ლემონსელების სამყაროა, სადაც სტუმარს თუ მასპინძელს ერთნაირი გულღიაობით ხვდებიან, უწევენ დახმარებას, ემეგობრებიან და კვალიფიციურად ემსახურებიან; დიახ, ეს შრომისმოყვარე, მიზანდასახული, კრეატიული და გაბედული ხალხის სამყაროა, რომელიც განუსაზღვრელ შესაძლებლობებსა და არაორდინარულ გადაწყვეტილებებს გთავაზობს.
23 დეკემბერს უკვე 11 წელი სრულდება, რაც „ლემონსი“ ადამიანურ, მეგობრულ და პროფესიულ პრინციპებზე დამყარებული მიდგომებით განაგრძობს მარკეტინგულ, დეველოპერულ და ვებ ინდუსტრიებში წარმატებულ საქმიანობას.
კომპანიისთვის მთავარი მონაპოვარი და მამოძრავებელი ძალა გუნდია, თითოეული ადამიანი ამ დიდ ოჯახში.
„ლემონსის“ დაარსების დღიდან მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, არის და იქნება მისი გუნდი და ამ გუნდის ერთი მიზნისკენ ყოველდღიურად, პატარ-პატარა დავალებებით წინსვლა“, - განმარტავს კომპანია „ლემონსის“ დამაარსებელი, ირა მელიმონაძე.
ანა ბარათაშვილი: - ყველაზე ღირებული, რის გამოც „ლემონსში“ მოვედი და შევიძინე, არის გამოცდილება. თუმცა, მე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ჩემთვის ასეთი ძვირფასი და ღირებული გახდებოდნენ.
„ლემონსის“ მთავარი ღირებულება მისი მენეჯმენტის ხარისხია, რომელიც მომართულია პერსონების ინდივიდუალობის წარმოჩენაზე, მათში მთავარი და ყველაზე ღირებული თვისებების წინ წამოწევაზე. ამ ყველაფრით ერთი ღირებულების ირგვლივ მოაზროვნე სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე ადამიანების გაერთიანებას ვქმნით“, - ამბობს „ლემონსის“ აღმასრულებელი დირექტორი, დაჩი პავლიაშვილი.
ამ წლების განმავლობაში „ლემონსმა“ ბევრი დაბრკოლება გადალახა და უამრავ გამოწვევას დღესაც უმკლავდება, პარალელურად კი მუდმივად ხელს უწყობს თანამშრომელთა პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდა-განვითარებას.
ავთო კეშელავა: - „ლემონსმა“ შემცვალა, გამხადა უფრო მიზანდასახული და თვითგანვითარებისკენ მოტივირებული;
თეონა ტუღუში: - „ლემონსმა“ მასწავლა, თუ როგორი უნდა იყოს გუნდი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას საქმეში და რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის თითოეული წევრი;
ლუკა კარკაძე: - „ლემონსი“ არ არის მხოლოდ სამუშაო დაწესებულება, ეს არის სასწავლებელიც, სადაც ვვითარდები პროფესიულად და ყოველდღიურად ვსწავლობ ადამიანებთან ურთიერთობასაც;
მარიამ მეცხოვრიშვილი: - აქ მოსვლის დღიდან ვიცვლები უკეთესობისკენ, თანდათან უფრო მოტივირებული, სწრაფი და შრომისმოყვარე ვხდები, რაც „ლემონსის“ დამსახურებაა;
დაჩი პავლიაშვილი: „ლემონსთან“ ერთად გატარებული წლები, პირადად ჩემთვის, დიდი ტრამპლინია, ვინაიდან მუშაობის პროცესში მიწევს, შევეხო ჩემთვის საინტერესო თითქმის ყველა საკითხს, რაც მაძლევს უდიდეს გამოცდილებას;
შესაძლებლობათა ფართო სპექტრი, მეგობრული, კომფორტული, ჰარმონიული და საქმეზე ორიენტირებული გარემო - ეს ის მახასიათებლებია, რაც „ლემონსს“ გამოარჩევს.
ვიკა ქათამაძე: - “ლემონსი” კომფორტულ გარემოში მუშაობაა, სადაც შეგიძლია, მშვიდად აკეთო შენი საქმე. მეგობრულ და ნდობაზე დაფუძნებულ გუნდთან მუშაობა კი, სამუშაო პროცესს მიმზიდველს და პოზიტიურს ხდის;
ნათია ვასაძე: - „ლემონსი“ განუსაზღვრელი შესაძლებლობების კომპანიაა, სადაც მუშაობა მომწონს, იმიტომ, რომ ვაკეთებ საყვარელ საქმეს, თანაც საოცრად მეგობრულ, გუნდურ გარემოში;
თეონა ტუღუში: - „ლემონსში“ ყოველთვის ფუსფუსია, მეგობრული და წინსვლაზე ორიენტირებული გარემო, სხვაგვარად ჩვენი გუნდის წევრი, უბრალოდ, ვერ და არ იქნები;
თამარ ვაშაკიძე: - „ლემონსში“ მუშაობა ნიშნავს პროფესიონალიზმის მაღალ დონეს, თავდაჯერებულობას, მეგობრულ ურთიერთობებს. მეამაყება, რომ ასეთ ძლიერი ფირმისა და ლამაზი კოლექტივის წევრი ვარ;
პაატა თურმანიძე: - „ლემონსში“ მიდგომები და მეგობრული გუნდი გამორჩეულია, მომწონს მიმართულება, საითაც მიდის და მიყვარს ჩემი საქმე ( შემიყვარდა);
რა სირთულის პრობლემის წინაშეც არ უნდა იყოს კომპანია, იუმორი არის ის, რაც ლემონსელებს ყოველთვის ეხმარება სილაღის შენარჩუნებასა და გამოწვევების დაძლევაში.
კითხვაზე, რა მოგცა „ლემონსთან“ ერთად გატარებულმა წლებმა, ამირან ღავთაძე იმერული იუმორით პასუხობს:
„მომცა თუ წამართვა - მთელი ჩემი ახალგაზარდობა, თმა... მომცა ყველაფერი, რაც ვარ ახლა, გაყიდვების მენეჯერიდან კომპანიის დირექტორობამდე განვლილ გზაზე“;
ირა მელიმონაძე: - ამ 11 წელმა, გარდა ფინანსური სარგებლისა, მომცა ბედნიერების, თავისუფლების, ადამიანების სიყვარულის, მეტი მიმღებლობის და საკუთარი თავის შეცნობის უდიდესი შესაძლებლობა, ასევე, იმის რწმენა, რომ გზას უშეცდომოდ ვერ გაივლი. ისინი კი, ვინც ამ შეცდომებზე ვიღებთ პასუხისმგებლობებს, წინ მივდივართ და ვვითარდებით;
„ლემონსი“ ეს არის ადგილი, რომელიც თითოეულ თანამშრომელში განსხვავებულ ემოციასა და ასოციაციას იწვევს ...
ამირან ღავთაძე: - „ლემონსი“ ოჯახია, სადაც გავიზარდე;
სალომე ტეფნაძე: - „ლემონსი“ არის ადგილი, რომელიც უამრავ შესაძლებლობას გაძლევს;
სოფო სოხაძე: - „ლემონსი“ ეს არის ბავშვი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება;
ანანო ცხომარია: რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, „ლემონსი“ ჩემთვის მეორე სახლია და სინამდვილეში, პირველზე მეტ დროს, ენერგიასა და ემოციას აქ ვხარჯავ... რომ არა „ლემონსი“, მე ვიქნებოდი, იმ გზის ნახევარზე, რაც უკვე გავიარე;
ნინო ყანჩაველი: - „ლემონსი“ ბიუროკრატიული და დემოკრატიული მმართველობის ჰარმონიული სინთეზია. „ლემონსი“ არის შრომის თავისუფლება, იმისთვის, რომ ოპტიმალურ შედეგებს ჩემივე ინტერპრეტაციით მივაღწიო;
ირაკლი გვაზავა: - „ლემონსში“ მუშაობა ჩემთვის ასოცირდება დადებით ემოციებთან და ახალ გამოწვევებთან, რომელთა დაძლევა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ერთგვარი ადრენალინია;
ლუკა კარკაძე: - „ლემონსი“ციტრუსის სურნელს მახსენებს, ჩემი ეზოს ლიმონს, რომელსაც საოცარი არომატი აქვს - მომჟავო და ტროპიკული, ის მუდმივად ტონუსში გაყენებს და ცდილობს, ფარ-ხმალი არ დაყარო. აქედან გამომდინარე, ეს არომატი, რაც „ლემონსს“ აქვს, მახსენებს ბავშვობასაც, ჩემს თითოეულ ნაბიჯს, განვითარებას...
ნინო თოდაძე: - „ლემონსი“ ეს არის კმაყოფილების განცდა... ეს არის გამოწვევა, რომელიც არასოდეს მთავრდება, თვიდან თვემდე იზრდება, ვითარდება;
სოფო შარტავა: „ლემონსი“ ეს არის ოჯახური იდილია. მიყვარს;
ავთანდილ ტალახაძე: - ეს არის თავაზიანი, პოზიტიური გარემო...
ლიზი ბიწაძე: - „ლემონსი“ ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს და მხარდამხარ იბრძვის უკეთესი შედეგისთვის;
ნინო გოგნაძე: - მაღვიძარა აღარ მჭირდება დილით, რაც უკვე იმაზე მიუთითებს, რომ პასუხისმგებლობით სავსე, სასიამოვნო და დადებითი ემოციური მდგომარეობაა ჩემთვის „ლემონსში“ მუშაობა;
ლელა ბოქოლიშვილი: - „ლემონსი“ თავისუფალი, სტრატეგიული მოქმედების განუსაზღვრელი შესაძლებლობაა;
მონიკა გაბელაია: "ლემონსი" არის ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო კომპანია;
შაკო ბაბილუა: - ლემონსელობა ნიშნავს თავისუფლებას, სასიამოვნო ურთიერთობას, დალაგებულ სამუშაო ეთიკას... „ლემონსის“ გუნდში ნამდვილი გუნდურობა იგრძნობა და "გუნდის" სახელს ამართლებს. ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომელი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებელი; ადგილი, სადაც ყველანაირად გიწყობენ ხელს, განვითარდე და იყო საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
და ბოლოს, ჩემთვის, როგორც ამ გუნდის წევრისთვის და TIA-GE-ს რედაქტორისთვის, „ლემონსს“ მომჟავო-მოტკბო გემო დაჰკრავს - სიჯანსაღის, სახლის, შემართებისა და შეუპოვრობის... ეს არის კომპანია, რომელიც მომავალსა და წარმატებაზეა ორიენტირებული... დღის ბოლოს როცა, „ლემონსის“ კარს გამოიხურავ, იცი, დღე ნაყოფიერად გაატარე, კმაყოფილების გრძნობა გეუფლება და მოტივირდები, მეორე დღეს ისევ შეაღო ამ სამყაროს კარი, შეეჭიდო ახალ გამოწვევებს და დაიპყრო ყველა მწვერვალი...