ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6902 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6943 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.41 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8239 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8287 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1443 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.2740 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 8 დეკემბრიდან შევა ძალაში.