ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 666 000-მდე გაიზარდა
ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 665 992-მდე გაიზარდა და ქვეყანაში მიზნობრივ სოციალური დახმარებას მოსახლეობის თითქმის 18% იღებს - ინფორმაციას BMG ავრცელებს.
ოქტომბერთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 10 258-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა ყველაზე მეტ ადამიანზე აგვისტოში გაიცა, როცა შემწეობის მიმღებთა რიცხვის რეკორდულად 670 000 გაიზარდა.
ნოემბერში 58 მლნ ლარამდე გაიზარდა სოციალურ შემწეობაზე გაცემული თანხის რაოდენობა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ოქტომბერში 56.2 მლნ ლარს შეადგენდა.