"მაპატიეთ ჩემი არ ცოდნა, ცრემლებს ძლივს ვიკავებ, მართლა მეშინია, გული არ გამისკდეს..მაგინეს უმოწყალოდ" - რას ამბობს გივიკო დიდია? (ვიდეო)
ბლოგერი, გივიკო დიდია, რომლის მიერ გამოქვეყნებულ სახალისო პოსტს "გუგუნობს ლანჩხუთი" საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, განმარტავს, რომ არ იცოდა, უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯაბა ხოფერიას ლანჩხუთში გადასვენების ფაქტის შესახებ.
"ძალიან ცუდად ვარ . მაპატიეთ ჩემი არ ცოდნა . ცრემლებს ძლივს ვიკავებ , მართლა მეშინია გული არ გამისკდეს", - ამბობს ბლოგერი ვიდეოში.
ცნობისთვის, უკრაინაში, ბახმუტთან გმირულად დაღუპული ქართველი მეომარი, ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია სამშობლოში 8 დეკემბერს ჩამოასვენეს, იმავე დღეს კი მშობლიურ სახლში, ლანჩხუთში გადაასვენეს.