თეგებით ძიება

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6848 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.46 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8300 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8196 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.04 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1437 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2811 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 10 დეკემბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა