თეგებით ძიება

შეუძლებელია შესვლა, რუსებთან მოლაპარაკება მით უმეტეს ქართველებთან დაკავშირებით - ბახმუტში დაღუპული 5 ქართველის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე აცხადებს, რომ ბახმუტში დაღუპული 5 ქართველის ცხედრების გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"შეუძლებელია შესვლა, რუსებთან მოლაპარაკება მით უმეტეს ქართველებთან დაკავშირებით, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ უკრაინული მხარე აკეთებს ყველაფერს, ეს ბიჭები გადმოასვენონ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

რუსეთს რესურსი ეწურება. სტრატეგიაც ეგ არის უკრაინის, რომ რუსეთს რაც შეიძლება მეტი ჭურვი და რაკეტა დაახარჯინოს“, - აცხადებს ნადიმ ხმალაძე.


შეგახსენებთ, 3 დეკემბერს ბახმუტში 5 ქართველი დაიღუპა:
ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.

რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა