თეგებით ძიება

"ნათელია რატომაც არ ჩართო სააკაშვილი კლინიკიდან ხელისუფლებამ. საქმე ისაა, რომ სააკაშვილი რეალურად არის ავად" - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს ეხმაურება და აანალიზებს, თუ რატომ არ ჩართო ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი დღეს დისტანციურად სასამართლო სხდომაზე.

"თუ ცოტა მშვიდად შეხედავ ადამიანი, სრულიად ნათელია რატომაც არ ჩართო სააკაშვილი კლინიკიდან ამ ხელისუფლებამ და რატომ მოიმიზეზა, მესინჯერი და სკაიპი არა მაქვს და არც ვაიბერი და ვოთსაფიო.

საქმე ისაა, რომ სააკაშვილი რეალურად არის ავად, არ გამოიყურება კარგად და როცა ხელისუფლება ამდენი ხანია ამტკიცებს, არაფერი არ სჭირს და სიმულიანტობსო, დაუძლურებული მიშას ვიზუალური სახე ბევრი ნეიტრალური ადამიანის თვალშიც ხელისუფლების ტყუილის დამადასტურებელი იქნებოდა.
რას გააკეთებენ ერთი თვეში და რანაირად აპირებენ მოიყვანონ პრეზენტატიულ ვიდზე ავადმყოფი პატიმარი, მართალი გითხრათ, აზრზე არა ვარ და ეჭვი მაქვს არც თვითონ არიან ამის აზრზე. ერთი ის ვიცი, რომ ასე თუ გააგრძელეს ერთი თვის მერე უკეთესად კი არა, უარესად იქნება.

მე არასდროს მჯეროდა და არც ახლა მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს პუტინის ბრძანებით თუ მის გარეშე. მეტიც, სრულ ირაციონალიზმად მიმაჩნია ამ ვერსიის სერიოზული დაჯერება (პატიმარს ერთი წლის მანძილზე გაწელილად კლავდნენ, ეგეთი რამ ისტორიას არ ახსოვს), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლება უკიდურესად არასერიოზულად უდგება სააკაშვილის პატიმრობის საკითხს, ძირითადად ხელმძღვანელობს ასავალ-დასავალის, მარშალპრესის, ალტინფოს და მათი მსგავსი ბნელების და უვიცების ჩაანალიზებებით და არ აქცევს სათანადო ყურადღებას არც პატიმრის ჯანმრთელობას და არც საზოგადოებასთან კომუნიკაციას ამ თემაზე.

შედეგად, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და ღმერთმა ნუ ქნას და მას რომ რამე მოუვიდეს, ეს ხელისუფლებაც და პირადად ბიძინა ივანიშვილიც მკვლელის იარლიყს ვერასდროს მოიცილებს.

ამიტომ, ცოტა აზრზე მოდით იქ, ზევით, სოლოლაკის ოლიმპოზე ვინც ხართ ახლა! როგორმე მოახერხეთ და თქვენთვის და პატიმრის ოჯახისთვისაც სანდო ექიმთა კონსილიუმს დააწერინეთ სამოქმედო გეგმა: თუ შესაძლებელია ამ ადამიანის გამოჯანმრთელება საქართველოში, ეს უნდა ითქვას მკაფიოდ და ეს უნდა თქვას ავტორიტეტულ ექიმთა ჯგუფმა და არა ირაკლი კობახიძემ ან დიტო სამხარაძემ. თან არა მარტო თქვას, არამედ შედეგზეც უნდა იქნას პასუხისმგებლობა აღებული! ხოლო თუ ვერ ხერხდება ეს, მაშინ თავად უნდა გამოხვიდეთ სასჯელის გადავადების ინიციატივით და პატიმრის საზღვარგარეთ მკურნალობა უზრუნველყოთ.

უმარტივესი ამბავია ეს და რად უნდა ამდენი იწილო-ბიწილო, მართლა ვერ გავიგე. ყველა ნორმალური ადამიანი ამას სწორად გაგებდა და შეაფასებდა. ერთი ასავალდასავლელები და მარშალპრესელ-ალტინფოელები დარჩებოდნენ უმაყოფილო, მაგრამ როგორც მათი საყვარელ ენაზე იტყოდნენ, პაშლი ანი ნა@უი", - წერს ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა