"სააკაშვილის რეჟიმი რომ ყვაოდა, მაწამეს 18 წლის ბიჭი, 4 საათი სკამზე დაბმულს მირტყამდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავში" - რას წერს გიორგი გაბედავა?
„ქართული მარში ეროვნული მოძრაობის“ წევრი, გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში პერიოდს იხსენებს, როდესაც ის დააკავეს, და სასტიკად აწამეს.
"სააკაშვილის რეჟიმი რომ ყვაოდა, მაშინ პოლიციის სამმართველოში მაწამეს 18 წლის ბიჭი, იმის გამო, რომ 12 წლის ბავშვის ცემაზე შენიშვნა მივეცი პოლიციელს. 4 საათი სკამზე დაბმულს მირტყამდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავში. მესმოდა როგორ გეგმავდნენ ჩემს მოკვლას, ან წამალი გავუკეთოთ ან ჩამოვკიდოთო. მერე ნახეს საპატრიარქოს ტელევიზიის რეჟისორი რომ ვიყავი საფულეში და აუტყდათ ჟიმჟიმი.
მაშინ არცერთ იმ ადამიანს ამოუღია ხმა, ვინც ეხლა მთხოვს რომ მიშა მეცოდებოდეს, მიშა რომლის რეჟიმმა არაერთხელ მაწამა სიმართლის გამო!!! გაეროს წარმომადგენლობამ გაიგო, პიტერ სემნები აღფოთებას ვერ მალავდა ჩემს საქმეზე, მაგრამ დღემდე დაუსჯელია ყველა ის პოლიციელი, ყველა ეს პოლიციელი დღეს ნაცმოძრაობის აქტივისტები არიან... ამიტომ ნუ მთხოვთ მიშა შემეცოდოს!!! ჩემხელა ბიჭები მიწაში ჩააწვინა ამ ავადმყოფის რეჟიმმა და მაშინ ხმის ამოღებისაც გეშინოდათ და ეხლა გახდით სოლიდარობის ღმერთები??? მიშას დროს სად იყო თქვენი სოლიდარობა???", - წერს გიორგი გაბედავა.