თეგებით ძიება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6691 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6736 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.45 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8346 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8487 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.41 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1431 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2923 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 დეკემბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა