2022 წლის იანვარ-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ანგარიში ცნობილია
2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი 3,159,558,975 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 103.5% აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი).
„2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით.
2022 წლის ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 305,029,882 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 151.2% აღდგენაა, 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +194,075,877 (+174.9%) აშშ დოლარით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.