თეგებით ძიება

"თხა და ვენახის პრინციპით ახსნილი ინფლაცია. მიმდინარე 10.7%-იანი ინფლაციის ფონზე, საშუალოდ 20%-ით გავღარიბდით" - რას წერს ოთო აბესაძე?

ეკონომისტი, ოთო აბესაძე სცოციალურ ქსელში წერს, რომ მიმდინარე 10.7%-იანი ინფლაციის ფონზე, საქართველო საშუალოდ 20%-ით გაღარიბდა.

"თხა და ვენახის პრინციპით ახსნილი ინფლაცია. მიმდინარე 10.7% იანი ინფლაციის ფონზე როდესაც საშუალოდ 20% ით გავღარიბდით:
ლექტორი ვეღარ/აღარ ჩაატარებს ლექციას საათში 25 ლარად. მოითხოვს მის გაზრდას ან შეიცვლის სამსახურს.
უნივერსიტეტმა რომ გადაუხადოს გაზრდილი ხელფასი ლექტორს, ის ამისთვის გადასახადს გაუძვირებს სტუდენტს.
სტუდენტის მშობელმა, რომ გადაიხადოს გადასახადი ის მოითხოვს საკუთარ კომპანიაში ხელფასის ზრდას.
კომპანიამ, რომ გადაიხადოს გაზრდილი ხელფასი ის ამისთვის გააძვირებს პროდუქტს.
შემდეგ კვლავ წრე - ბრუნვა.

ეს გაძვირებული პროდუქტი ისევ მოვიდა იგივე ლექტორთან და კვლავ არ ყოფნის უკვე გაზრდილი საათობრივი შემოსავალი და იწყება ხელახალი ციკლი. სანამ ინფლაცია არ დავა 3 % - ზე იქამდე ესეთ გაურკვეველ ეკონომიკურ წრე-ბრუნვის ქაოსში ვიქნები.
როგორ უნდა დავიდეს ინფლაცია 3% - ზე?
ინვესტიციები
სწორი საგადასახადო პოლიტიკა
სწორი მონეტარული პოლიტიკა დღეს არცერთი არ გვაქვს.
თუ ინფლაცია არ დაჯდა 3% ზე, ეს წრე-ბრუნვა გახდება შეუქცევადი და მიგვიყვანს ეკონომიკურ ღრმა კრიზისამდე", - წერს აბესაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა