ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6883 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6740 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით - 0.0143 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8547 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1439 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2445 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 24 დეკემბრიდან შევა ძალაში.