საერთაშორისო პარტნიორები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს 1.5 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან - რას ამბობს დენის შმიგალი?
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს 1.5 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან.
"პარტნიორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორის დახმარება სულ უფრო და უფრო მატულობს. ჩვენ გამოგვიცხადეს მხარდაჭერა თითქმის 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთების დამატებითი აღჭურვილობა ყოველდღიურად შემოდის. უკვე ჩამოვიდა 200-ზე მეტი ტვირთი ენერგოტექნიკით“, - განაცხადა შმიგალმა.