თეგებით ძიება

ახლა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში ვართ, 2008 წლის ომი გრძელდება, არც ერთი დღე არ შეწყვეტილა ეს ომი - გიული ალასანია

ახლა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში ვართ, 2008 წლის ომი გრძელდება, არც ერთი დღე არ შეწყვეტილა ეს ომი, - ამის შესახებ განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, რომელიც კლინიკა "ვივამედში" შვილის მოსანახულებლად მივიდა.

მისი თქმით, ახალ წლამდე კიდევ უნდა ჩაინიშნოს პროცესები, რადგან მნიშვნელოვანია წელს ამერიკელი ექპერტების დაკითხვა დასრულდეს.

ჩაერთვება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე ონლაინ, ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება ამერიკელ ექსპერტს, ერიკ გოლსმიტს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გიული ალასანია ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

"არ მჯერა, არ მჯერა. ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო, მაშინვე ჩამოერთმეოდა ლიცენზია, ამერიკაში ასეთი კანონებია ჩვენგან განსხვავებით. ახლა ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს, 2008 წლის ომი გრძელდება, არც ერთი დღე არ შეწყვეტილა ეს ომი," - განაცხადა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა