თეგებით ძიება

ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7103 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.48 თეთრი შეადგინა.


გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8832 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8789 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1448 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2621 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 30 დეკემბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა