თეგებით ძიება

ქართული სამზარეულოს კიდევ ერთი წარმატება - კუპატი მსოფლიოს საუკეთესო 50 სოსისს შორის დასახელდა

ქართული სამზარეულოს კიდევ ერთი წარმატება - კუპატი მსოფლიოს საუკეთესო 50 სოსისს შორის დასახელდა.

კერძოდ, კულინარიულ ვებგვერდ TasteAtlas.com-ზე გამოქვეყნებულ სიაში ქართულმა კუპატმა  42-ე ადგილი დაიკავა.

კუპატმა ვებგვერდის მომხმარებელთა შეფასებით, 5-დან 3.9 ქულა მიიღო.

გამოცემა წერს, რომ კუპატი ცხარე ქართული სოსისია, რომელიც ღორის ან საქონლის ხორცით, ხახვითა, ნივრით და ისეთი არომატიზატორებით მზადდება, როგორიცაა შავი პილპილი, დარიჩინი, ნიორი, მარილი და ქინძი.

აქვე აღნიშნულია, რომ კუპატი განსაკუთრებით პოპულარულია კავკასიის რეგიონში და მას ყველაზე ხშირად გრილზე ამზადებენ. ასევე აღნიშნულია ისიც, რომ კუპატს ტრადიციულად მჟავე კომბოსტო ან დაჭრილი ხახვი მოჰყვება და ახლად დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები ამშვენებს.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა