ლუქსემბურგი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, მაგრამ მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
ლუქსემბურგი ეწინააღმდეგება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რადგან შიშობს, რომ ამის შემდეგ „დაძაბულობა“ გაიზრდება.
როგორც Spiegel-ი იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავიერ ბეტელმა ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში.
"მე მჯერა, რომ [უკრაინის] გაწევრიანება ნატოში კვლავ გამოიწვევს დაძაბულობას. იმ ქვეყნის წევრობამ, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა, შეიძლება დაუყოვნებლივ გამოიწვიოს შემდგომი კონფლიქტები“, - აღნიშნა ბეტელმა.
უკრაინული მედიის ცნობით, შეერთებული შტატები და გერმანია ჯერ არ არიან მზად, უკრაინის ნატოში მიწვევისთვის რეკომენდაცია გასცენ.