" ხვიჩას კრიტიკოსები მოუმრავლდა....ოსიმენს მეტი იარაღი აქვს არსენალში, ვიდრე კვარას..." - რას წერს მერაბ მეტრეველი?
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელზე წერს და მის გარშემო კრიტიკის გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.
"მოკლედ, ბოლო დროს ხვიჩას კრიტიკოსები მოუმრავლდა, როგორც საქართველოში ისე იტალიაში.
ეს გასაკვირიც არაა, რადგან თამასა მაღლა თავად აწია და ყველა მატჩში მისგან გოლს და საგოლო პასს იღხოვენ, მას კი მშრალი პერიოდი გაუგრძელდა. ამას ისიც დაემატა, რომ "ნაპოლიმ" რამდენიმე თამაში ვერ მოიგო.
დღეს ერთმა იტალილემა სპეციალისტმა "ნაპოლის" სამი საკვანძო ფეხბურთელი დაასახელა და მათ შოორს კვარა ვერ მოხვდა (ოსიმენი, ლობიტკა, კიმი), არასტაბილირიაო. არიგო საკიმ კი, საფრთხეს აღარ წარმოადგენს, რადგან მცველებმა გაშიფრეს, ის კი სულ ერთი და იგივეს აკეთებსო, ახლას არაფერს. გვთავაზობსო.
შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა? ან ვიდავოთ იმაზე, რომ შეტევაში ოსიმენზე მნიშვნელოვანი ფეხბურთლია?
ალბათ არა. ბოლო თამაშებში ბევრი რომ არაფერი გამოსდიოდა, ფაქტია. ოსიმენი რომ აუნაზღაურებელი დანაკლისი აღმოჩნდა, ესეც ფაქტია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოსიმენს მეტი იარაღი აქვს არსენალში, ვიდრე კვარას. ოსიმენს თუ დრიბლინგისთვის სივრცეს შეუზღუდავ, ფიზიკურად იბრძოლებს, კარისკენ ზურგით მდგარიშეეცდება ბურთის მიღებას, შენარჩუნებას, მოტრიალებდა, ან პაისის გაკეთებას . თუ არც დრიბლინგი გამოსდის და არც ბრძოლა, მაღალ ბურთს ჩაუგდებ და თავით მოიგებს. მოკლედ, სულ სასარგებლოა.
ხვიჩას მთავარი და ძირითადი იარაღი კი დრიგბლინგია (ნუ პასიც კარგი აქვს და დარტყმაც, მაგრამ მთავარი არცერთი არაა). დრიბლინგისთვის კი მას სივრცე ჭირდება, გასაქცევი ადგილი, ბურთიც სიჩქარეზე უნდა მიიღოს. გაჩერებულ ხვიჩას, რომლის მარცხნივ აუტის ხაზია და წინ ორი მცველი უდგას, ბურთი გინდა მიეცი, გინდა - არა. უკან უნდა დააბრუნოს. შესაბამკსად ეს უკვე ყველა გუნდმა დაამუღამა და მას ამ ე.წ. გალიაში სვამენ სულ.
ამის საწინააღმდეგო წამალი მარტო ხვიჩას მოსაფიქრებელი არაა. აქ სპალეტის პასუხისმგებლობაცაა. შენ როცა გენერალი ხარ და ხედავ შენი ერთ-ერთი მთავარი იარაღის წინააღმდეგ მტერმა ჯავშანი გამოიგონა, შენ ამ იარაღის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნო. სპალეტი კი თითქოს არაფერს ცვლის.
არც იმას ცდილობს, რომ ხვიჩას პოზიცია შეუცვალოს და ასე შესთავაზოს მოწონააღმდეგეს სიურპრიზი. არც სტრატეგიას ცვლის: ვთქვათ, ზოგჯერ ცენტრი შეგნებულად დათმოს, რომ მოწინააღმდეგ "ნაპოლის" ნახევარზე გამდმოიტყოს, რათა ზურგში მეტი სივრცე და შესაბამისად ხვიჩასთვის გასაქცევი ადგილი დარჩეს. რაც უდა უცნაურად ჩანდეს, ხვიჩას კონტრშეტევის დროს მეტი შანსი აქვს, გასქცევი სივრცე იპოვოს, ვიდრე მასირებული შეტევბის დროს, როცა მოწონააღმდეგე მთლიანად საკუთარ ნახევარზე იყრის თავს და სივრცე აღარ რჩება. სხვათა შორის, ეს კარგად გაანალიზა "მილანის" მევრთნელმა და აქმდე ჩატარებული ორივე თამაშში თავის გუნდს საკუთარ ნახევარზე კონცენტრირება, ასე "ნაპოლის" შემტევებისთვის სივრცის შეზღუდვა და მერე კონტრშეტრვებზე თამაში დაავალა.
სპალეტის შეუძლია ასევე მარცხენა მცველს, ან ზელენსკის ხვიჩას დახმარება დაავალოს ანუ როცა მის წინააღმდეგ ორი მცველია, აქედანაც ორმა იმოქმედონ და ხვიჩას ე. წ. კედლის გათამაშების საშუალება მისცენ. "კედელი" "გალიიდან" თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა.
მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. ვნახოთ დღეს "მილანთან" რა იქნება. მოიფიქრებს რამეს ახალს სპალეტი, თუ ისევ ხვიჩას იმპროვიზაციის იმედად იქნება.
ყველა შემთხვევაში დღევანდელ თამაშს "მილანთან" იმ იმედით ველოდები, რომ ხვიჩას ამ ჟესტსს, რომელიც კროტკოსებს ეძღვება, კიდევ ერთხელ ვნახავ", - წერს მეტრეველი.