გამომწვევი მიზეზი, მკურნალობა და პრევენცია - რა არის ჩუტყვავილა?
ჩუტყვავილა ძლიერ გადამდები დაავადებაა, რომელსაც ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი იწვევს (VZV). სხვადასხვა სიმპტომთან ერთად, ახასიათებს ქავილი და ბუშტუკებიანი გამონაყარი. გამონაყარი პირველად მკერდზე, ზურგსა და სახეზე ჩნდება, შემდეგ კი მთელ სხეულს ედება.
ჩუტყვავილა შეიძლება გართულდეს, განსაკუთრებით ორსულებში, ჩვილებში, მოზარდებში, მოზრდილებში და სუსტი იმუნური სისტემის მქონეებში.
ჩუტყვავილას პრევენციის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.
ჩუტყვავილას კლასიკური სიმპტომია გამონაყარი, რომელსაც ქავილი ახასიათებს და გადაიქცევა სითხით სავსე ბუშტუკებად, რომლებიც საბოლოოდ, მუწუკებად იქცევა. გამონაყარი თავდაპირველად მკერდზე, ზურგსა და სახეზე ჩნდება, შემდეგ კი მთელ სხეულზე ვრცელდება, მათ შორის პირში, თვალის ქუთუთოებზე და გენიტალიების ზონაში. დაახლოებით ერთ კვირაში, ყველა ბუშტუკი მუწუკად გადაიქცევა.
გამონაყარის გამოჩენამდე ერთი ან ორი დღით ადრე შეიძლება გამოჩნდეს სხვა ტიპური სიმპტომები:
სიცხე
დაღლილობის შეგრძნება
მადის დაქვეითება
თავის ტკივილი
როგორც წესი, ჩუტყვავილას გამო ბავშვებს სკოლის ან საბავშვო ბაღის გაცდენა 5-6 დღით უწევთ.
ჩუტყვავილა ვაქცინირებულ პირებში
ჩუტყვავილა მაინც შეიძლება შეხვდეს ზოგიერთ ვაქცინირებულ ადამიანს. თუმცა, როგორც წესი, არავაქცინირებულებისგან განსხვავებით, მათ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვთ სიცხის სახით და საერთოდ არ აქვთ სითხიანი ბუშტუკები, აქვთ დაბალი სიცხე (ან საერთოდ არ აქვთ) და დაავადებაც გაცილებით ცოტა ხანს გრძელდება. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ვაქცინირებულ პირებს დაავადება ზუსტად ისე უვითარდებათ, როგორც არავაქცინირებულებს.
ჩუტყვავილას გამწვავების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები
ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჩუტყვავილას სიმპტომები მწვავედ გამოუვლინდეს და მაღალი იყოს გართულებათა რისკი.
წყარო: 1tv.ge