აშშ დოლარი Group-of-10-ის ყველა ვალუტასთან გაუფასურდა
Bloomberg-ის თანახმად, აშშ დოლარი, დღის ჭრილში, გაუფასურდა 10-იანთა ჯგუფის (Group-of-10) ყველა ვალუტასთან მიმართებით, ყველაზე მასშტაბური ვარდნა კი, შვეიცარიულ ფრანკთან (2.5%) და იაპონურ იენთან (2.2%) ჰქონდა.
აშშ დოლარი, დღის ჭრილში, Group-of-10-ის სხვა ვალუტებთან ასეთი წილით გაუფასურდა (მონაცემები მოცემულია ნიუ-იორკის დროით 3 აპრილის დღის 13:00 საათისთვის):
შვეიცარიულ ფრანკთან - 2.5%;
იაპონურ იენთან - 2.2%;
ევროსთან - 1.7%;
დანიურ კრონთან - 1.7%;
შვედურ კრონთან - 1.5%;
კანადურ დოლართან - 1.2%;
ახალ ზელანდიურ დოლართან - 1.1%;
ბრიტანულ ფუნტთან - 0.8%;
ავსტრალიურ დოლართან - 0.8%;
ნორვეგიულ კრონთან - 0.7%;
ტრამპის მიერ სატარიფო გეგმის 180 ქვეყანასთან ამოქმედების ფონზე, Bloomberg Dollar Spot Index-ი 2.1%-ით დაეცა, რაც მისი გაშვების მომენტიდან (2005 წელი) ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.
Bloomberg-ის შეფასებით, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ქვეყნებზე დაწესებული სავაჭრო ტარიფები, მომავალ 10-წლიან მონაკვეთში, ქვეყანას დაახლოებით 1.8 ტრილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს, თუმცა, მეორე მხრივ, მშპ-ს 0.5%-ით შეამცირებს.
ბიზნესპრესნიუსი