თეგებით ძიება

დეოლიგარქიზაციის კანონში ამოქმედების ვადად შემდეგი წლის 1 მარტი ჩაიწერება - რას ამბობს მამუკა მდინარაძე?

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ამოქმედების ვადად 2024 წლის 1 მარტი ჩაიწერება, თუმცა მისი თქმით, თუ ევროკომისიაა ამ საკითხს მოხსნის, კანონს არ აამოქმედებენ.

"მოგეხსენებათ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნით, 6-ვე რეკომენდაცია იქნა გაზიარებული, მოწონებული, როგორც მოხდა კანონში ასახვა მათი რეკომენდაციების და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული. ერთადერთი მინიშნება, შეიძლება, ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, რომ თავისი არსით ევრო რეკომენდაციებში შესული ეს თემა გულისხმობს პერსონალიზაციას, ამიტომ ჩვენ რომ არ დავიწყოთ ახლა მსჯელობა და დამატებით რაღაც სიმულაციები რომ არ მოჰყვეს ამას, ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციების ამ დაუმთხვევლობაში რომ არ ვეძებოთ რაღაც შეთქმულების თეორიები, ჩვენ მოვიქცევით ასე:

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი და იმ შემთხვევაში, თუ სწორედ ამ არგუმენტიდან გამომდინარე, ევროკომისია წელს, წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, თუ ასე მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, მოხსნის ამ საკითხს, ჩვენ გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში, პირველივე სხდომაზე შესაძლებლობა, გამარტივებული წესით, საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის პირველი მარტიდან, აქ არანაირ და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ", - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა