თეგებით ძიება

„ის, რაც ბათუმში მოხდა, მარტო ერთი ოჯახის კი არა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა“ - ფსიქოლოგი თეონა ლომთაძე

12 ივლისს ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი დედამ წლების წინ მიატოვა და ის მამისა და ბებიის მეთვალყურეობით იზრდებოდა. მამაკაცი სამჯერ ნასამართლევია, მან საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა. ის პოლიციამ გუშინ დააკავა. რატომ გახშირდა ძალადობრივი დანაშაულები და როგორ ავიცილოთ ასეთი ფაქტები თავიდან? ამ საკითხებზე TIA.GE-ს ფსიქოლოგი თეონა ლომთაძე ესაუბრა.

- ეს ისეთი მძიმე თემაა, რომ აზრის ჩამოყალიბება ადამიანურადაც და პროფესიულადაც მიჭირს. როგორც ვიცი, მოძალადე მამა ყოფილი პატიმარია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა და ფსიქიკური პრობლემების არსებობაზე ჯერჯერობით არაფერი ვიცით, ვფიქრობ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ თუკი ამის საფუძველი არსებობს. საზოგადებაში მიმდინარე მოვლენები, საზოგადოების გაცნობიერების საკითხი, მასმედიიდან წამოსული აგრესიული ინფორმაცია, აღზრდისა და განათლების თემატიკები, ღირებულებათა სისტემა ის ჩამონათვალია, რომელსაც სხვადასხვა დარგების წარმომადგენლები ყოველი ძალადობის თუ დანაშაულის ფონად აღვნიშნავთ ხოლმე და თითქოს ბანალურადაც კი ჟღერს, მაგრამ როდესაც არაეფექტურობის შედეგად ასეთ შემზარავ დანაშაულებს ვიღებთ რა თქმა უნდა, პროფესიული თუ ადამიანური მხრიდან მეტის გაკეთებაა საჭირო. 

- მსხვერპლი ხშირად შიშის გამო დუმს. რა უნდა გავაკეთოთ ამ შიშის დასაძლევად, რას უნდა მიაქციონ მეგობრებმა, მასწავლებლებმა თუ მეზობლებმა ყურადღება, რომ  ძალადობის მსხვერპლი ამოიცნონ?

- ზოგადად, მოზარდის უფლებებთან დაკავშირებით ინფორმირების დონე უნდა გაიზარდოს და ფსიქოემოციური ჯანმრთეობის მიმართ ყველა დაწესებულებამ და ადამიანმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. როგორც ხედავთ, 21-ე საუკუნის ადამიანებს ეს ძალიან დაგვჭირდა, ამიტომ ეს კულტურაში უნდა დავამკვიდროთ. ოჯახებმა უნდა გაიგონ, რომ ოჯახის წევრის  ზოგი ქცევის თავისებურება მხოლოდ მძიმე ხასიათი კი არა, პრობლემაა, რომელსაც ყურადღება ჭირდება.

- ცნობილია, რომ ბათუმში მომხდარი დანაშაულის შესახებ პოლიციას არასრულწლოვანის მეგობარმა აცნობა, თუმცა ბევრი შემთხვევის შესახებ ძალიან გვიან ან საერთოდ ვერ ვიგებთ. არადა, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ქცევა იცვლება, რასაც კლასელი ან მასწავლებელი აუცილებლად შეშინავს და სკოლის ფსიქოლოგს შეატყობინებს. სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრება სავარაუდოდ, ბევრ დანაშაულს აგვაცილებდა ან დროულად გამოავლენდა. 

- სამწუხაროდ, ფსიქოლოგი ყველა სკოლას არ ჰყავს და ეს ათწლეულების პრობლემაა. სკოლას არა მარტო ერთი ფსიქოოლოგი, არამედ ფსიქოლოგიური სამსახურები სჭირდება, სადაც მოსწავლეებზე დაკვირვება და მათი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია მოხდება. ის, რაც ბათუმში მოხდა, მარტო ერთო ოჯახის კი არა, მთელი ქვეყნის და საზოგადოების ტრაგედია და ძალიან შემზარავი ფაქტია. შესაბამისად, სისტემამ თავისი ფუნქციონირების წესებს უნდა გადახედოს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშრებული საკითხები დახვეწოს. არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს კიდევ გამუქება სჭირდება, მაგრამ რეალისტურად  დანახვა და ყველას მხრიდან თავისი წილი რეაგირება აუცილებელია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა