თეგებით ძიება
26. 07. 2023 მსოფლიო

კუნძულ სიცილიაზე ხანძრის გამო ტურისტების ევაკუაცია დაიწყო

კუნძულ სიცილიაზე ძლიერი ხანძრის გამო ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით მთავარი არხი ავრცელებს. ბუნებრივი კატასტროფა საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც უქმნის. ხანძრის გამო დროებით დაიხურა პალერმოს აეროპორტიც. 

„სიცხისა და დაკვამლიანების გამო, ადამიანებს სუნთქვა არ შეუძლიათ. ისინი იძულებულები არიან, გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან მათი სახლები იწვის“, - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტყის ხანძრები მთელ კუნძულზე მძვინვარებს, მათ შორის პალერმოს, კატანიასა და მესინას გარშემო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა