„სამშობლო ყანწი, ხინკალი, ხაჭაპური და სადღეგრძელო, ან სასაფლაო კი არ არის კვერცხის გადაგორების დროს გაგახსენდეს...“ - რას წერს გოჩა მირცხულავა?
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა ემიგრაციაში დაბადებული ქართველების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„ქართველი ემიგრანტები, ემიგრაციაში დაბადებული შვილების სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ. უცნაურია ხო? ბავშვმა სიკეთეები კონკრეტული სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს, მაგრამ ის ქვეყანა მიაჩნდეს სამშობლოდ, რომელიც მისმა მშობლებმა დატოვეს (მიზეზს მნიშვნელიბა არ აქვს). ემოციური ბმა საქარველოსთან უნდა ჰქონდეთ მშობლების მონაყოლის საფუძველზე?! და აქ საინტერესოა შემდეგი რამ - იმ სახელმწიფოში, სადაც ბავშვი დაიბადა, კარიერული წინსვლის საკითხი როგორ არის? მშობლების გააზრებით აქვს ბავშვს უფლება გახდეს პარლამენტარი, მინისტრი, მოსამართლე, პროკურორი, პრეზიდენტი? თუ ემოციური ბმა არ ექნება "იმ ქვეყანასთან" ვინმე დაიჯერებს რომ
წარმატებას მიაღწევს რამეში? იმ სახელმწიფოს სამხედრო სამსახურს რას ვუშვრებით?
მოკლედ, როგორც ვხვდები ჩვენი თანამემამულეების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ რომელიღაც ქვეყანა ვალდებულია იზრუნვოს მასზე, მის შვილზე. რატომ? მან ეს დაიმსახურა თუ არიფს წველის?
საკმაოდ საინტერესო მომენტია არა? მესმის, ჩვენ ტრადიციით ვნათლავთ ბავშვებს და არა რწმენით, მაგრამ ტრადიციით სამშობლოს ემოციის განცდა როგორ გინდა აიძულო ბავშვს?
ნუ თუ ლუზერებად უნდა გაიზარდონ, მაშინ გასაგებია.
ძალიან საინტერესოა ამ ვითარების ანალიზი.
პასუხი - ჩემი შვილი ქართველი იქნება, არაფერს ნიშნავს. აშშ-ს პრეზიდენტებს, როგორ ფიქრობთ, არ ჰქონდათ წარმომავლობა? მაგრამ
ისინი ამერიკელები იყვნენ. ბრიტანეთის დღევანდელ პრემიერზე რას იტყვით? ვინმე გაუბედავს და ეტყვის რომ ბრიტანელი - ინგლისელი არ არის?
და დავუშვათ, რომ მშობლები აიძულებენ შვილებს ემოციის ქონას და აქ კითხვა ისევ - საქართველოს ომში აომებენ მათ? არა, ხო? აბა სამშობლო ყანწი, ხინკალი, ხაჭაპური, ელარჯი და სადღეგრძელო, ან სასაფლაო კი არ არის კვერცხის გადაგორების დროს გაგახსენდეს...“ - წერს მირცხულავა.