თეგებით ძიება
02. 08. 2023 ვიდეო

„გასეირნება“ 185 მეტრის სიმაღლეზე გაჭიმულ ბაგირზე - ახალი მსოფლიო რეკორდი (ვიდეო)

31 წლის ესტონელმა სპორტსმენმა, იან რუზმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – მან Katara Towers-ის ორ კოშკს შორის, 185 მეტრის სიმაღლეზე გაჭიმულ ბაგირზე ყოველგვარი დამხმარე მოწყობილობების გარეშე გაიარა. ბაგირის სიგანე მხოლოდ 2,5 სანტიმეტრი იყო.

ამ აკრობატული ტრიუკით მან თითქოს გრავიტაციული კანონებიც კი დაარღვია – მიუხედავად იმისა, რომ სიცხე და ძლიერი ქარი ცნობილ ბაგირზე მოსიარულეს დამატებით დაბრკოლებებს უქმნიდა, „ცაში გამოკიდებულმა“ რუზმა წონასწორობის შენარჩუნება შეძლო და მაინც გაიარა 150 მეტრზე მეტი მანძილი ორ კოშკს შორის.

რუზმა შთამბეჭდავი რეკორდი კატარის ქალაქ ლუსაილში დაამყარა. დიოდური სანათებით გაფორმებული ყველაზე გრძელი ბაგირი ნახევარმთვარის ფორმის Katara Towers-ის ორ ფეშენებელურ, 5 და 6-ვარსკვლავიან სასტუმროს, Raffles-ს და Fairmont Doha-ს შორის იყო გაჭიმული.

იან რუზი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია სპორტის ექსტრემალური სახეობა სლექლაინში (Slackline).

წყარო: nostal.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა